მიწისძვრა

Sunday, May 15, 2011

”მშფოთვარე პლანეტა”

ადამიანისთვის მიწა ყველაზე მყარია ,ხოლო მთები და ოკიანეები–მარადიული.სინამდვილეში ,ჩვენი პლანეტა მშფოთვარე და ბობოქარია.თხელ ქერქსა და მის რკინის ბირთვს შორის მოქცეული მანტია ნაწილობრივ გამლღვალი ქანების ძალიან ცხელი ზონაა,სადაც ქანები ნელა გადაადგილდებიან.მათი მოძრაობა გადაეცემა ქერქის გიგანტურ ,ტექტონიკურ ფილებს .მანტიის ქანების მოძრაობა ზოგჯერ მიწისძვრის სახით შეიგრძნობა .იქ ,სადაც ფილები ერთმანეთს შეეჯახება ან ახალი ქერქი ყალიბდება ,ან ვულკანიდან გამდნარი ქანების მიწის ზედაპირზე ამოფრქვევის მოწმენი ვხდებით.
დედამიწის ქერქი ძირითადად გრანიტული და ბაზალტური ქანებით არის აგებული
ორივე მათგანი ამონთხეული ქანია.ქერქის სისქე ცვალებადია.იგი ყველაზე თხელია
ოკეანის ფსკერზე ზოგგან მხოლოდ 8კმ,კონტინენეტზე კი 8–ჯერ უფრო სქელია.
ოკეანური და კონტინენტური ქერქი დედამიწის გარე მყარი გარსია ,რომელსაც
ლითოსფერო ეწოდება.ლითოსფერო პლანეტის ზედაპირის გასწვრივ მუდმივად
მოძრავი ცალკეული ფილებისგან შედგება.ეს გადაადგილება დროდადრო
მიწისძვრის სახით გამოვლინდება .
თუ შიგრძენიობთ მიწის რყევებს ,ბიძგებს ან ქანაობის მსგავს მოძრაობას ,თქვენ
მიწისძვრის მოწმე ხართ.როდესაც დედამიწის ქერქის ღრმა რღვევის რომელიმე
მხარეს ქანების მასივი მოულოდნელად ჩაიქცევა და მისი ნაწილები ერთმანეთის
საწინააღმდეგო მიმართულებით გაცურდება ,მიწისძვრა და შედარებით სუსტი
რხევები ხდება.მიწისძვრის სიმძლავრე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია მრავალ
ფაქტორზე:სიღრმე ,რომელშიც ქანის გაწყვეტა მოხდა ;ჩაქცევამდე ქანზე მოქმედი
ძალების სიდიდე;ამ პროცესის მონაწილე ქანების ტიპი.ხშირ შემთხვევაში მიწისძვრა
ხდება იმიტომ,რომ დედამიწის ქერქის ზოგიერთი ქანი წინააღმდეგობას უწევს
სიღრმეში გადაადგილებას.ეს იწვევს ფილების ერთმანეთისგან განცალკევებას ,
შეჯახებას ან ურთიერთსაწინააღმდეგო დაცურებას .მიწისძვრა ხდება მაშინაც ,
როდესაც დედამიწის ქერქს უეცრად დააწვება ან უეცრად გამოეცლება ძალიან
დიდი ზომის ტვირთი.მსოფლიოში ,ყოველწლიურად 500000–მდე მიწისძვრა
აღინიშნება.მათი უმეტესობა იმდენად სუსტია ,რომ ადამიანი ვერ შეიგრძნობს,მაგრამ
წელიწადში 100–მდე მიწისძვრა საკმაოდ ძლიერია იმისთვის ,რომ დაზიანებები
გამოიწვიოს.
მიუხედავად იმისა ,რომ მიწისძვრის წარმოშობისგან დედამიწის არც ერთი უბანი
არ არის დაცული,არსებობს ისეთი ზონები,სადაც იგი მეტად მოსალოდნელია.ასეთ
ზონებს განეკუთვნება ვულკანური ზონები, ისეთები , როგორიცაა ე.წ. „ცეცხლოვანი
რკალი“ წყნარ ოკიანეში.





მიწისძვრის ზუსტი დროის წინასწარ გათვლა შეუძლებელია.დეტალური
მონიტორინგისა და სეისმური რუკების შედგენის შედეგად ,მეცნიერები
პროგნოზირებენ მიწისძვრის მხოლოდ სავარაუდო ადგილს და დროს...მიწისძვრის
პროგნოზირების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი ნიშნების გათვალისწი–
ნებას,მაგალითად ,ცხოველების ქცევებზე დაკვირვებას.აგრეთვე მიწისძვრების
ზონებში მეცნიერების დაკვირვების საგანს წარმოადგენს წყაროები.აქ ისინი
ამონტაჟებენ სპეციალურ აპარატურას,რომელიც წყლის შემადგენლობას აჩვენებს.
საქმე იმაშია,რომ წყლისქვეშა ძვრების დროს გამოიყოფა აირი,სახელწოდებით
რადონი,რომელიც დედამიწის ზედაპირზე ამოდის და ერევა წყალს.ამგვარად,
წყაროს წყალში რადონის რაოდენობის მომატება შესაძლოა მიწისძვრის მანიშნებელი
იყოს.




მიწისძრის სიმძლავრის დასადგენად არსებობს რიხტერის და მერკელის სკალები:
ამერიკელმა სეისმოლოგმა ჩარლზ რიხტერმა 1935 წელს შეიმუშავა მიწისძვრის
მაგნიტუდების სკალა .სკალის ყოველი დანაყოფი აღნიშნავს მიწისძვრის სიმძლავრის
გაათმაგებულ სიდიდეს .მაგნიტუდა 7–ის შესაბამისი მიწისძვრა ათჯერ ძლიერია
მაგნიტუდა 6–ის შესაბამის მიწისძვრაზე და ასჯერ ძლიერი – მაგნიტუდა 5–ზე.
რაც შეეხება მერკალის სკალას ,იტალიელი ვულკანოლოგის ,ჯუზეპე მერკალის ,მიერ
1902 წელს შემოღებული მერკალის სკალა მიწისძვრის ინტენსიურობას ზომავს
დედამიწის ზედაპირზე მომხდარი ადგილობრივი დაზიანებების მიხედვით .
რიხტერის სკალის პარარელურად მერკელის მოდიფიცირებული სკალა(მას ასე
უწოდებენ მასში შეტანილი მრავალი სიახლის გამო) გამოიყენება მიწისძვრის
აღსაწერად ძირითადად მოსახლეობისთვის ,რადგან სეისმოლოგიას სეისმური
ენერგიის შეფასების სხვა საზომები ჯერ არ შეუმუშავებია.

მერკელის მოდიფიცირებული სკალა;

1.ინსტრუმენტული
ძალიან ცოტანი შეიგრძნობენ,ძლივს შესამჩნევია.
2.სუსტი
ცოტანი შეიგრძნობენ,განსაკუთრებით, მაღალ სართულებზე.
3.მსუბუქი
იგრძნობა შენობის შიგნით,მაღალ სართულებზე,დაკიდებული საგნები ქანაობს.
4.ზომიერი
ბევრნი შეიგრძნობენ შენობის შიგნით,გარეთ–ცოტა.ჭურჭელი წკრიალებს,ფანჯრები
და კარი ჭრაჭუნებს.
5.შედარებით ძლიერი
თითქმის ყველა შეიგრძნობს ,მძინარენი იღვიძებენ , პატარა საგნები გადაადგილდება
ხეები და ბოძები ირყევა .
6.ძლიერი
ყველა შეიგრძნობს,სიარული გაძნელებულია,მძიმე ავეჯი ადგილიდან იძვრის.
7.ძალიან ძლიერი
ადგილზე დგომა ძნელდება ,კარგად აგებულ ნაგებობებში მსუბუქი დაზიანებები
ჩნდება,ავარიული შენობები მნიშვნელოვნად ზიანდება.
8.დამანგრეველი
ჩვეულებრივი შენობები მნიშვნელოვნად ზიანდება,ავარიული–სერიოზულად.
ავეჯი წაიქცევა,ზოგიერთი კედელი ინგრევა.
9.გამანადგურებელი
განსაკუთრებული სიმტკიცის შენობები მნიშვნელოვნად ზიანდება,შენობები
დაძრულია თავიაანთი საძირკვლებიდან,მიწა შესამჩნევად დახეთქილია.
მიწისქვეშა გაყვანილობის მილები სკდება.
10.უბედურების მომტანი
ქვისა და ჩარჩოს კონსტრუქციების,მათი საძირკვლების უმრავლესობა ინგრევა,მიწა
ძალიან დახეთქილია,ადგილი აქვს მეწყერებს,რკინიგზის ლიანდაგები იღუნება.
11.დიდი უბედურების მომტანი
შეიძლება გადარჩეს რამდენიმე შენობა.მიწა დახეთქილია დიდი ნაპრალებით.
მიწაზე ტალღების კვალი შეიმჩნევა.
12.კატასტროფული
ტოტალური ნგრევა .მიწა ტალღასავით ირხევა.მძიმე საგნები ჰაერშია ასროლილი.

No comments:

Post a Comment